რეზი დავითაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
445 13 დეკემბერი 2021, 21:46
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაგარი ორი მედლით გაიზარდა. 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რეზი დავითაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატი ორჭიდის ჯამში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
დავითაძემ ატაცში 171 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. უმედლოდ დარჩა აკვრაში, სადაც 199 კილოგრამით მეშვიდე შედეგი აღმოაჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 370 კილოგრამით კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლა შეძლო.
რამდენიმე დღით ადრე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა შოთა მიშველიძემ (61 კგ).
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი