საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
415 24 დეკემბერი 2021, 15:13

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 

"2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.

დანარჩენი ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა: 

"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ქალებში" - მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე.

"საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში" - მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი" ვაჟებში" - მოჭიდავე ლერი აბულაძე.

"2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი" - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.

"ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი" - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში.

"საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში" - წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე.

"ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის" - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

"2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი" - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი.

"2021 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია" - საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.

"2021 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია" - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია. 

"საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის" - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ზურაბ კახაბრიშვილი. 

"სეოკ-ის პარტნიორობისთვის" - კომპანია "თელიანი ველი". 

"ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს პირველი არხი".

 "ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის" - კომპანია "ავერსის" დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე. 

"ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს ბანკი" და ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. 

"ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის" - ნინო სალუქვაძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი