ბოლო 24 საათში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 842 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 777, გარდაიცვალა 31 კოვიდპაციენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 09 იანვარი 2022, 11:09

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 000 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 842 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 959 874-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.17%.

ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 912 443.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაიცვალა 31 კოვიდპაციენტი,  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 187 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა - 474, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 157, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 218 საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 991, აჭარაში - 565, იმერეთში - 756.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში - 532, აჭარაში - 129, იმერეთში - 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 42, იმერეთში - 27.

1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 - თბილისში, 345 - აჭარაში.

27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 226 ადამიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი