სამგლოვიარო ცერემონია სეოკ-ში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
337 12 იანვარი 2022, 22:33
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც მიეძღვნა ლეგენდარული ათლეტის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის ვიქტორ სანეევის ხსოვნას.
ოლიმპიურ მუზეუმში მოეწყო სპეციალური ადგილი, გაიხსნა სამძიმრის წიგნი. სეოკ-ის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ თბილისის საკრებულოს და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა, ვეტერანმა ოლიმპიელებმა, სპორტის გულშემატკივრებმა, მედიის წარმომადგენლებმა თანაგრძნობა გამოუცხადეს ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
ვიქტორ სანეევი იყო დიდი ოლიმპიელი, ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ათლეტი, ყოველმხრივ სამაგალითო და ღირსეული პიროვნება. თავისი ხანგრძლივი სპორტული კარიერის განმავლობაში, ვიქტორ სანეევს არაერთგზის დაუმტკიცებია, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და თუ საყვარელი საქმისთვის ყველაფერს გაიღებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ.
მან თავიდანვე დიდი მიზნები დაისახა და მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევია.
ამიტომაც გახდა უნიკალური სპორტული მიღწევების ავტორი: სამი ოლიმპიური ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი. ამიტომაც აღიარეს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს ათლეტად და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრად,
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.
ვიქტორ სანეევს ხუთშაბათს, 13 იანვარს თბილისის დროით 04:55 საათზე სიდნეიში დაკრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი - https://view.oneroomstreaming.com/ (ელექტრონული ფოსტა : yana_k@bigpond.com, პაროლი : Y74RW9)
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი