„ბორჯღალოსნები“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 20 მარტი 2022, 21:33

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

"ბორჯღალოსნებმა" საკუთარ მოედანზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 49:15 დაამარცხეს.

საქართველო „რაგბი ევროპის“ ტიტულს მეთოთხმეტედ დაეფლა.

„ბორჯღალოსნების“ მხრიდან ორი ჯარიმითა და 5 გარდასახვით ყველაზე მეტი, 16 ქულის მოპოვება თედო აბჟანდაძემ შეძლო, 2-2 ლელო დადეს აკაკი ტაბუცაძემ და ოთარ გიორგაძე, ორივეს ანგარიშზე 10 ქულაა. ერთი ლელოს დადება მოახერხეს მერაბ შარიქაძემ და გიორგი ჭყოიძემ, მათ ანგარიშზე 5-5 ქულაა. 3 ქულა კი ვასილ ლობჟანიძეს ანგარიშზეა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი