საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში, ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
402 22 მაისი 2022, 13:14

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში, ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ჩვენმა გოგონებმა რაპირით ასპარეზობის ფინალურ დაპირისპირებაში იტალიის ნაკრები 45-34 დაამრაცხეს და ტურნირზე პირველ ადგილზე გავიდნენ.

შეჯიბრზე საქართველოს პარამოფარიკავეების ნაკრებში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გამოდიოდნენ. შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში ტაილანდის მსოფლიო თასზე ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედალი ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა, ირმა ხეცურიანი კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი