ვარლამ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
309 10 ივლისი 2022, 20:19

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეა. ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, რომელთაგან სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

 ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალი ქართველმა იაპონელ კენტარო იიდასთან ვაზარით წააგო.

შეჯიბრზე ცოტა ხნით ადრე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა (90კგ). მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა უნგრელი ნერპელი ულამაზესი გდებით დაამარცხა. რამდენიმე წუთში გრანდ სლემზე მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

 ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველ ძიუდოისტებს ხუთი მედალი აქვთ მოპოვებული. ცოტა ხნის წინ ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მფლობელი გახდა, ლუხუმ ჩხვიმიანი და  შავდათუაშვილი ვერცხლის მედალოსნები, ხოლო ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60კგ) მესამე ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი