ბათუმის არენაზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
441 13 ივლისი 2022, 22:30

ბათუმის არენაზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა – ეს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოსა“ და ბრატისლავას „სლოვანის“ მატჩის დაწყებამდე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ბათუმის არენაზე გახსნილი პირველი ვარსკვლავია. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის კარიერის პიკი თბილისის „დინამო“ იყო, მაგრამ რევაზ ჩელებაძემ თამაში ქობულეთში დაიწყო და ბათუმის „დინამოში“ წლების განმავლობაში თამაშობდა.

რევაზ ჩელებაძეს კარიერაში მხოლოდ სამი გუნდის ფორმით უთამაშია – ბათუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოს“ და ლანჩხუთის „გურიას“. თბილისელთა შემადგენლობაში 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ასევე იყო 1977 წლის ვიცე-ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ხოლო 1976 და 1979 წლებში საბჭოთა კავშირის თასს დაეუფლა.

1981 წელს იყო თასების მფლობელთა თასის მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი გახლდათ, რომლის ფორმითაც 1980 წელს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.

რევაზ ჩელებაძემ 255 შეხვედრაში 114 გოლი გაიტანა. 2012 წლის 25 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქში ქობულეთში გახსნილ სტადიონს „ჩელე-არენა“ ეწოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი