ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მესამედ დასახელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
753 20 თებერვალი 2020, 22:47
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ყოველწლიურ ტრადიციულ გამოკითხვაში, რომლის მიხედვითაც, გულშემატკივრები წლის საუკეთესო ძალოსანს ავლენენ, გამარჯვება ლაშა ტალახაძეს დარჩა - ის მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს.

ლაშა ტალახაძე პლანეტის უძლიერეს ძალოსნად ზედიზედ მესამედ დასახელდა.

მძიმე წონაში რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, მსოფლიოს (2015, 2017, 2018, 2019) და ევროპის (2016, 2017, 2018, 2019) ოთხგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს არაერთგზის რეკორდსმენმა 17084 ხმა დააგროვა და IWF-ის 2019 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა. 

„უკანასკნელ სამ არჩევნებში ცვლილება არ მომხდარა – ქართველი გიგანტი ტალახაძე ზედიზედ მესამე გამარჯვებას ზეიმობს“, – წერია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე (iwf.net).

9105 ხმით 2019 წლის საუკეთესო ქალი ძალოსანი გახდა ამერიკელი ნაი კატერინ ელიზაბეთი (71 კგ), რომელმაც შარშან პატაიაში იზეიმა მსოფლიოს ჩემპიონობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი