ქართული რაგბი ხარისხობრივად და რეიტინგულად წინ უნდა წავწიოთ-ირაკლი აბუსერიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
747 24 თებერვალი 2020, 11:48

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე კომენტარს ერთ-ერთი კანდიდატი – ირაკლი აბუსერიძე აკეთებს:

„დღეს წყდება, ასე ვთქვათ, ქართული რაგბის ბედი. ბოლო ოთხმა წელიწადმა დაგვანახა, რომ უკვე ცვლილების დროა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს. ქართული რაგბი ხარისხობრივად და რეიტინგულად უნდა დაწინაურდეს, ათეულში უნდა შევიდეთ და ამისთვის ძალებს არ დავიშურებთ.

შანსების წინასწარი შეფასებისგან თავს შევიკავებ, ყველაფერს არჩევნები გვაჩვენებს.

იმის შესახებ, რომ ბაჩო ხურციძე არჩევნებზე დასწრებას არ აპირებს, მეც სოციალური ქსელიდან შევიტყვე და ვერაფერს გეტყვით.

რაც შეეხება მეტალოდეტექტორს, რომელიც შესასვლელში დგას, სწორედ ეს არის ქართული რაგბის დღევანდელი სახე. არასდროს არავის შეშინებია რაგბის კავშირში, ვინ შევიდოდა შიგნით და დღეს აი ამას დაამსგავსეს“, – აცხადებს აბუსერიძე.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, 24 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება და კლუბების მიერ სამი კანდიდატია წარდგენილი:

გოჩა სვანიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: „ლელო“, „აკადემია“, „აია“, „ჯიქი“, „ყოჩები“, „იუნკერები“, „ბაგრატი“, „არესი“, „დინამო“, „ზესტაფონის არწივები“, „გორდა“, „იბერია“, „წიქარა“, „ავჭალა“, „ფოთის კოლხი რაინდები“, „ჯრუჭი“, „ლაშარი“, „მიმინო“.

ირაკლი აბუსერიძე კანდიდატად წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: „რუსთავის ხარები“, „ლოკომოტივი“, „ბათუმი“, „არმაზი“, „არმია“, „ვეფხვები“;

ბაჩო ხურციძე კანდიდატად წარადგინა შემდეგმა კლუბმა: „ვანის აიეტი“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი