ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
384 09 ოქტომბერი 2022, 17:17

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ბელგიელი კასე მატიასი დამატებით მე-4 წუთზე დაამარცხა და 

გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი ფინალში სწორედ კასე მატიასთან დამარცხდა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის ხვალინდელ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაიცავენ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი