ბაქოს გრანდ სლემზე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 06 ნოემბერი 2022, 17:58

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ერთი ძიუდოისტი გადავიდა.

90კგ-ში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა და შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

დღეს ბაქოს გრანდ სლემზე რეპეშაჟში დაასრულეს გამოსვლა მძიმეწონოსნებმა საბა ინანეიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა. გურამ თუშიშვილი (+100კგ) პირველივე დაპირისპირებაში ტურნირს მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით დაემშვიდობა. ასევე უმედლოდ დარჩა 100კგ-ში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე. მერვედფინალში იგი უზბეკ ტურაბოევთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. გუშინ ბაქოს გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი