სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის მფლობელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
337 12 ნოემბერი 2022, 23:52

 ალჟირში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სანდრო ბაზაძე გახდა.

სანდრომ ტურნირი 1/32-ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი მაზენ ელარაბი 15:10 დაამარცხა, შემდეგ მან იტალიელ მიჩელ გალოსაც იგივე ანგარიშით სძლია. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოფარიკავე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და 15:9 მოუგო. ყველაზე მარტივი ბაზაძისთვის მეოთხედინალი აღმოჩნდა, სადაც სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:3 დაამარცხა.

ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად​ ელსისს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 15:13 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელი ლუიჯი სამელეს ასევე 15:13 სძლია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი