საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 1 აპრილამდე საფეხბურთო მატჩებს აჩერებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
796 11 მარტი 2020, 14:01

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩებს აჩერებს.

„მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი