სოკ - 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსული ან ბელარუსული პასპორტის მქონე სპორტსმენების მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
368 02 თებერვალი 2023, 20:51

2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსული ან ბელარუსული პასპორტის მქონე სპორტსმენების მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

“2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსული ან ბელარუსული პასპორტის მქონე სპორტსმენების მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საუბარია, ზაფხულის სპორტულ სეზონში აზიის საერთაშორისო შეჯიბრებებში მათი მონაწილეობის შესახებ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ არცერთ დოკუმენტში არ ნახავთ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსული ან ბელარუსული პასპორტის მქონე სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ ხსენებას. რაც შეეხება უკრაინელ სპორტსმენებს, არსებობს სრული ვალდებულება, რომ სოლიდარობის ყველა ძალისხმევა გავიღოთ, რათა უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან ძლიერი გუნდი იყოს 2024 წელს პარიზში და 2026 წელს მილანსა და კორტინაში", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 3 თებერვალს უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი კონფერენციას გამართავს, სადაც 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შესაძლო ბოიკოტი იქნება განხილული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი