პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
246 14 აპრილი 2023, 22:37

ცნობილი ხდება პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის მასშტაბები. საფრანგეთის სპორტის მინისტრის ამელი უდეა-კასტერის განცხადებით,  მაყურებელთა რაოდენობა შეიძლება ადრე გამოცხადებულ 600 ათასზე ნაკლები იყოს. ეს საკითხი ჯერ დასაზუსტებელია, რადგან გახსნის ცერემონიაზე სტუმართა რაოდენობის განსასაზღვრად მხედველობაში მიიღებენ უსაფრთხოების ნორმებს.

მაყურებელთა რიცხვის შესაძლო შემცირების მიუხედავად, მინისტრი დარწმუნებულია, რომ ასობით ათასი ადამიანი შეძლებს თვალყური მიადევნოს გახსნის ცერემონიას.

პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გახსნის ცერემონია მდინარე სენას გასწვრივ ჩატარდება. პარიზი ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებს 2024 წლის 26 ივლისი-11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

http://geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი