„ევროპელი სოციალისტები“ - აქტიურად ვმუშაობთ ევროპარლამენტში, რათა მაქსიმალურად იქნას განეიტრალებული ის ცილისწამება და მოღალატეობრივი ქმედებები, რომელიც ვიწრო პოლიტიკური ინტერსებიდან გამომდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
209 31 მაისი 2023, 13:58

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებში, განსაკუთრებით  ევროპარლამენტში, რათა მაქსიმალურად იქნას განეიტრალებული ის ცილისწამება და ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებები, რომელიც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერსებიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკურ პარტია „ევროპელ სოციალისტებსა“ და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფს შორის არსებობს თანამშრომლობისა და პოლიტიკური პარტნიორობის ურთიერთგაგების მემორანდუმი.

„დღეს, ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ აგორებულია სიცრუის ზღვა ტალღა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებში, განსაკუთრებით  ევროპარლამენტში, რათა მაქსიმალურად იქნას განეიტრალებული ის ცილისწამება და ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებები, რომელიც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერსებიდან გამომდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობები ჩვენს კოლეგა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც დგანან სოციალური სამართლიანობის, ქვეყნის  დამოუკიდებლობისა და იდენტობის  პლათფორმაზე. ისინი  ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს გვერდში არიან  სამართლიანობისთვის, ქვეყნის ღირსეული მომავლისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის  ბრძოლაში. პოლიტიკურ პარტია „ევროპელ სოციალისტებსა“  და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფს შორის არსებობს თანამშრომლობისა და პოლიტიკური პარტნიორობის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც დაფუძნებულია ქართული სახელმწიფოს ძირითად ისტორიულ, კულტურულ, ეთნიკურ და ეკონომიკური განვითარების პრინციპებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი