ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
790 07 აპრილი 2020, 23:56

იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების ზრდის გამო, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ტოკიოში, ოსაკასა და კიდევ 5 პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის იაპონიაში COVID-19-ით დაინფიცირების  4000-მდე  შემთხვევაა დაფიქსირებული, 92 ადამიანი გარდაიცვალა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთი წლით გადავადებული ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, რომლის გამოყენება უახლოეს ხანებში არ იგეგმება, შესაძლოა საშუალო სიმძიმის პათოლოგიის მქონე პაციენტთა მისაღებად გამოიყენონ.

გარდა ამისა, პანდემიის გათვალისწინებით, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი: „ჩვენი თანამშრომლები აუცილებელ სამუშაოებს, შეძლებისდაგვარად, შინიდან შეასრულებენ. აბსოლუტურ მინიმუმამდე შეიზღუდება ისეთი სამუშაო, რომლიც ოფისში ფიზიკურ ყოფნას საჭიროებს,“ - ნათქვამია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.

დროებით დაიხურა საორგანიზაციო კომიტეტის პრეს-ცენტრი, შესაბამისად - შემდგომი აუცილებელი ბრიფინგები ასევე დისტანციურად ჩატარდება.

COVID-19-ის გავრცელების გამო, ნაადრევად შეწყდა ფუკუშიმაში გამოფენილი ოლიმპიური ცეცხლის საყოველთაო ჩვენება. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 26 მარტს სწორედ ფუკუშიმადან უნდა დაწყებულიყო.

თავდაპირველი გეგმით, ოლიმპიურ ცეცხლს იაპონიის ყველა 47 პრეფექტურაში 121 დღის განმავლობაში უნდა ემოგზაურა, მაგრამ COVID-19-ის გავრცელების შესაზღუდად მიღებული საკარანტინო ზომებმა ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებს დაგეგმილი ესტაფეტის გაუქმების გადაწყვეტილებისკენ უბიძგა.

იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გაუქმდა, მაგრამ ცეცხლი ,,ამომავალი მზის ქვეყანაში“ დარჩება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად შეინახავენ.

„თავდაპირველად ფართო აუდიტორიისთვის მის გამოფენას აპრილის ბოლომდე ვგეგმავდით. მაგრამ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, მისი შეჩერება გადავწყვიტეთ,“ - განმარტავს ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი.

http://geonoc.org.ge/

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი