უეფა-მ თავის ოფიციალურ გვერდზე კოტე მახარაძის უკვდავი ფრაზა გამოაქვეყნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
834 23 აპრილი 2020, 21:00
„საუკეთესო კომენტარს, იქნება ის რადიოთი თუ ტელევიზიით, გამოსახულებაზე უკეთ შეუძლია ასახოს მომენტი“, – ასე იწყება უეფა-ს ვებგვერდზე წერილი, რომელიც უკვდავ ფრაზებს მიეძღვნა.

საქმე ისაა, რომ უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა ქვეყნის კომენტატორთა ის არაორდინალური და ხმაურიანი ფრაზები გამოქვეყნდა, რომლებმაც ევროპული ფეხბურთის ფოლკლორში თავისი ადგილი დაიკავეს. მათ შორისაა კოტე მახარაძის უკვდავი სიტყვებიც, რომელიც დიდმა  კომენტატორმა 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში, უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში დინამოელთა გამარჯვებისას წარმოსთქვა.

"წარმომიდგენია ახლა რა ხდება თბილისში. ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა".

ამ დაუვიწყარი სიტყვების გამო კოტე მახარაძით სუკ- ის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ რათა გაერკვიათ - რომელ ქვეყანას გულისხმობდა ქართველი კომენტატორი. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი