საქართველოს საპატიო კონსულები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს გაეცნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 02 ოქტომბერი 2022, 15:17

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება მეგობარ სახელმწიფოებთან, დეოკუპაცია და სამშვიდობო პოლიტიკა იყო მთავარი საკითხები საპატიო კონსულების კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო სესიაზე, რომელიც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპატიო კონსულების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზაციის პროცესში.

„ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა. ღონისძიებაზე კვლავ აღინიშნა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობა და ქვეყნის მტკიცე არჩევანი, გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

საგარეო პოლიტიკისადმი მიძღვნილ პანელზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციას და კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობა.

შეგახსენებთ, რომ პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია – თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის გაიმართა“. კონფერენციას საპატიო კონსულები ესწრებოდნენ 50 ქვეყნიდან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ
შალვა პაპუაშვილი: ევროპელი მეგობრები, რომლებიც სააკაშვილს საკუთარ კაბინეტებში მასპინძლობდნენ, ქართული მართლმსაჯულების შესახებ მითითებებს არ უნდა იძლეოდნენ
ბექა ოდიშარია: ქართველი მოსამართლე ლამის დაასანქცირეს და აშშ-ში არ გაუშვეს, აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მხარს უჭერს და აბსოლუტურად ეჭვი არ შეაქვს მისი გადაწყვეტილების სამართლიანობაში
მაკა ბოჭორიშვილი: როცა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ კვლევებში საქართველო პოზიციონირებს ყველაზე წინ კანდიდატ ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები, თუ რატომ ხდება მართლმსაჯულების საკითხებით ასეთი სპეკულირება
შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტს: ცეცხლის წაკიდება თქვენთვის თუ არის ევროპა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგოა ძალადობის, ერთი ადამიანის მიერ მეორისთვის ცეცხლის წაკიდების
არქივი