ნატოს წევრი ცხრა ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 02 ოქტომბერი 2022, 15:19

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ნატოს წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დოკუმენტს ხელს აწერენ ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები.

„ჩვენ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებს, ქვეყნების, რომელთა ლიდერები ომის დროს ეწვივნენ კიევს და საკუთარი თვალით იხილეს რუსული აგრესიის შედეგები, არ შეგვიძლია გავჩუმდეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვაღიარებთ და არასოდეს ვაღიარებთ, უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის, რუსეთის მცდელობებს. მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავის დაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტები აქვე მიუთითებენ, რომ ყველა, ვინც აგრესიულად იქცევა და დანაშაულს სჩადის, უნდა დაისაჯოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი