შსს - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდოდ, მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 02 ოქტომბერი 2022, 16:05

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.

„წარსულში ნასამართლევი პირის - ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფომაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი