123
15 მაისი 2024, 20:00
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას.
მისი თქმით, ისინი დგანან ქართველ ხალხთან ერთად.
“ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ ამ საკანონმდებლო ინიციატივას.
ქართველ ხალხთან და მათი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, საბაზისო უფლებების და კანონის უზენაესობის არჩევანთან და თავიანთი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის არჩევანთან ერთად ვდგავართ”, - წერს სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |