მამუკა მდინარაძე: ოპონენტები ამბობენ, რომ რუსებს მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი - პირველ რიგში რუსეთს არ აწყობს, ოკუპანტ ქვეყანას როგორ შეიძლება აწყობდეს გამჭვირვალობა თავის ოკუპირებულ ქვეყანაში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 20 აპრილი 2024, 15:55

ოპონენტები ამბობენ, რომ რუსებს მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი. უჯერებენ, რომ რუსებს მოსწონთ, ამ დროს რუსები საკუთარ ინტერესებს ატარებენ. პირველ რიგში რუსეთს არ აწყობს, ოკუპანტ ქვეყანას როგორ შეიძლება აწყობდეს გამჭვირვალობა თავის ოკუპირებულ ქვეყანაში?, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„მეორე მოსმენა იქნება გაცილებით საინტერესო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ თუ აქამდე ზოგადად საუბრის საშუალება ჰქონდათ [ოპონენტებს], ახლაც ასე ილაპარაკებენ, უკვე ლუსტრაცია იქნება გაცილებით მეტი. მეორე მოსმენის დროს უნდა ილაპარაკონ კონკრეტულ მუხლებზე. შეიძლება თქვან, რომ მსგავსი არის რუსეთში - ამ დროს ამოიღებ და აჩვენებ, რომ მსგავსი არის ამერიკაში, საფრანგეთში, ევროდირექტივაშიც და ა.შ.

ისინი ამბობენ, რომ უცხოელები არ გიწონებენ, რუსებს მოსწონთ - უჯერებენ, რომ რუსებს მოსწონთ, ამ დროს რუსები საკუთარ ინტერესებს ატარებენ. აღმოჩნდა, რომ ყველას აქვს ერთი ინტერესი: რომ აქ ამ კანონის წინააღმდეგ სიტუაცია აირიოს - რუსებსაც თურმე მათ შორის. რუსები რომ ოდნავ გულშემატკივრობდნენ ამას, იმდენი ჭკუა არ აქვთ, რომ საერთოდ გაჩერდნენ? ან ახლა რომ რაღაც სიგიჟეებს გვაბრალებენ - რაღაც ოდნავი კონტაქტი რომ არსებობდეს ქართულ და რუსულ ხელისუფლებებს შორის, ახლა პირველი რა უნდა შევუთვალო, იცით - გაჩერდით, ნუ ლაპარაკობთ ამ თემაზე, - ამის თქმას წინ რა უდგას?

ძალიან მარტივად იშიფრება: პირველ რიგში რუსეთს არ აწყობს - ოკუპანტ ქვეყანას როგორ შეიძლება აწყობდეს გამჭვირვალობა თავის ოკუპირებულ ქვეყანაში?

არც ერთ ქვეყანას, რომელსაც მსგავსი რეგულაციები აქვს, მტრული სახელმწიფო განსაზღვრული არ აქვს. ერთადერთ ქვეყანაზე ვამუშაოთ [კანონი]? არსებობს მტრული მოქმედება, მტრული სახელმწიფო შეიძლება მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას დავუძახოთ - ოკუპანტს, სხვას ვერ და არ დაუძახებ, იმიტომ რომ ყველა ქვეყანასთან შენი ურთიერთობა გჭირდება. მეგობარი ქვეყნებიდანაც კი ვნახეთ დაფინანსებული მტრული მოქმედებები“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
სოზარ სუბარი: ლიბერალების მანტია გადაცმული ფაშისტები ლაშა ტალახაძეს საოცრებებს უწერენ და ამის შემდეგ კიდევ აძლევენ თავს უფლებას, რომ ქართველი ერქვათ
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა
არქივი