მამუკა მდინარაძე - აბსოლუტური ისტერიაა ხვალინდელ შეკრებასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას და ყველაფრით ცდილობენ, გააშავონ ხვალინდელი აქცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 28 აპრილი 2024, 17:31

ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ 29 აპრილის შეკრება იყო.

„ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მამული, ენა, სარწმუნოება, თავისი ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ. ყველამ ერთად ვუთხრათ ყველას ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება მართლაც უმნიშვნელოვანესია. მათთვის, ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ეროვნულ, ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ყველას მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 29 აპრილის შეკრების მონაწილეები 18:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას, ასევე ფილარმონიის მიმართულებიდან დაიწყება ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების მსვლელობა.

ძირითადად იქნება პოლიტიკოსების და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოსვლები. 18:00საათიდან ვიწყებთ შეკრებას. იქნება ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა ფილარმონიის მიმართულებიდან და 20:00 საათიდან კი იქნება სიტყვით გამოსვლები, სადაც იქნებიან პოლიტიკოსები და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები“, – აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა აღიარა მთავარი მიზანი - გაუმჭვირვალე ფულით რისი გაკეთება უნდათ და ეს აღიარება ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს
რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე - უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია, რა პარლამენტის შენობაში არიან, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?!
სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გაათავისუფლა გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, ჭკუას გვარიგებს - ერთ ფაქტს ვერ მოიყვანენ, რომ მომიტინგეების გაწევა ან შეზღუდვა პირველებმა დავიწყეთ
საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ
კახა წიქარიშვილი - თუ მოხდა პარლამენტის ბლოკირება, მე წავალ სახლში
არქივი