მამუკა მდინარაძე: ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ეძებენ ახლა „ენჯეოების“ დავალებით, იქნებ, რაღაც ისეთი ფრაზა მაინც აღმოვაჩინოთ, რომ ამით მაინც გავაფუჭოთო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 28 აპრილი 2024, 17:38

რა თქმა უნდა, პროვოკაციას მათგან ყოველთვის ველოდებით, თუმცა რას გაბედავენ და რას ვერა, მეორე საკითხია, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერებზე და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებზე საუბრისას განაცხადა.

„ბოლო დღეებში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პროვოკაციული ფონი შექმნან, მაგრამ საბედნიეროდ ვერ ახერხებენ. კონკრეტულ ადამიანებზე მუშაობენ, ვინც კი შეიძლება აქციაზე იყოს ხვალ. ჩვენზე აღარ ვლაპარაკობ. პირადად ჩემზე ახალი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ, რომ ეძებენ ჩემს სადისერტაციო ნაშრომს. თუკი ვინმე ეძებეს, ვიდეოც მაქვს და იმასაც მივაწვდი. „იქნებ, რაღაც ისეთი ფრაზა მაინც აღმოვაჩინოთ, რომ ამით მაინც გავაფუჭოთ“ - ვციტირებ. გვაქვს ეს ინფორმაცია. ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ეძებენ ახლა „ენჯეოების“ დავალებით („ენჯეოებს“ თავისი დამვალებლები ჰყავთ კიდევ), რომ ამ საკითხის მომხსენებელი „რამენაირად გავაფუჭოთ“. ვიდეო მაქვს. კრიტიკულ მედიას მივმართავ, ვიდეოს თავიდან ბოლომდე მოგაწვდით, ვიღაცას ინტერესი აქვს, როგორც ჩანს და ვერაფერს ნახავთ იქ ისეთს, თქვენ რომ გამოგადგებათ. აი ასეთ დონეზე ჩადიან, სიღრმეებში, რომ რამენაირად ჩირქი მოცხონ ადამიანს.

შალვა პაპუაშვილს რას უკეთებენ? ჯერ ბოდიში მოუხადეს, ახლა ახალი ტალღა დაძრეს ფეიკის. ჩვენ ამას გავუძლებთ. ამ ფეიკებსაც გავუძლებთ, მაგრამ მოქალაქეებს თავი დაანებონ. ის ადამიანები, რომლებიც თავად არიან ამ ქვეყნის ღალატში მხილებულები, და იმისათვის, რომ ლომჯარიამ, გიგაურმა და მათნაირმა რამდენიმე ადამიანმა თავისი ორგანიზაციის დეკლარაცია არ შეავსონ, პრაქტიკულად მთელს საქართველოს მოღალატეებს ეძახიან. რაღაც ვიწრო ჯგუფი დარჩა. ისინი ძალადობენ სხვებზე და მოღალატეებს ეძახიან, იმიტომ რომ ხალხს თავისი აზრი აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კანონის მოწინააღმდეგეებს დღესაც არ აქვთ პასუხი კითხვაზე თუ რა არის კანონში არა თუ რუსული, არამედ ცუდი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვახტანგ გომელაური - მომიტინგეებმა პარლამენტის ჭიშკარზე რაც გააკეთეს, ყველამ ნახა, დიპკორპუსის წარმომადგენლებმა დაგმეს, თითქოს გადამეტებული ძალა გამოვიყენეთ, როცა გარეთ არც გამოვსულვართ
რატი ბრეგაძე: პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია
თბილისის სატრანსპორტო კომპანია: ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე
ვახტანგ გომელაური: ჩვენ არანაირი აგრესიის გამოხატვა არ გვინდა. თუ მომიტინგეებისგან წამოვა აგრესია, კანონის ფარგლებში, შესაბამისად ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ
ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი
არქივი