მამუკა მდინარაძე: როდესაც გეუბნებიან: გამჭვირვალობის კანონი გაიწვიე და არავითარ შემთხვევაში არ აკრძალო ლგბტ პროპაგანდა, ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 28 აპრილი 2024, 18:35

მსგავსი მავნებლობა არ არსებობს, რაც იმ რეზოლუციაში ჩაიწერა. როდესაც გეუბნებიან: გამჭვირვალობის კანონი გაიწვიე და არავითარ შემთხვევაში არ აკრძალო ლგბტ პროპაგანდა, ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს, - ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, არავინ ეკითხება არცერთ სხვა ქვეყანას, აიკრძალება თუ არა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა საქართველოში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უფლებების დაცვისა და პროპაგანდის აკრძალვის გამიჯვნაზე.

„მოიკითხონ, რამდენად ზედმიწევნით ვიცავთ ამ ხალხის უფლებებს. და ის ხალხი, რომელიც ახლა ამას [ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას] აპროტესტებს ქვეყნის შიგნით, იცით რას აკეთებდა? ამ ხალხს უღებდა დღე და ღამე. სპეციალური ჯგუფები ჰყავდა კუდს გამოყოფილი, რომ გადაეღოთ და მერე დაეშანტაჟებინათ. დღემდე მოჰყვებათ ეს კომპრომატები ვიღაცებს, დღემდე. შემთხვევით არ ვამბობ. ალბათ ვიღაცამ ეს უნდა თქვას ადრე თუ გვიან და აგერ, მე გეუბნებით. დღეს ნებისმიერი განსხვავების მქონე ერთი ადამიანი რომ დარჩეს ამ ქვეყანაში, იმის უფლებებსაც ბოლომდე დავიცავ პირადად მე და ჩვენ ყველანი. ჩვენ ვართ დამცველები ნებისმიერი უფლების და ჩვენ ვართ პროპაგანდის აკრძალვის ავანგარდში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ჩაკვეტაძე: ერთი კვირაა უნივერსიტეტებსა და სკოლებში ტოტალური ბულინგის მცდელობაა, ჩვენ კი სტუდენტებთან და მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ
ნინო წილოსანი: ვის გაქვთ უფლება ახალგაზრდები დაყოთ აქციის მონაწილეებად და მოღალატეებად?! როგორ ბედავთ, აკერმანისეული ტაქტიკით უნივერსიტეტების ჩატებში ავრცელოთ ინფორმაცია, რომ უერთდები აქციას, თუ ხარ მოღალატეო
რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას მიმართა - ჩვენზე მეტად ევროპელები ვერ იქნებით, არასდროს მდგარხართ საქართველოს მხარეს, ყოველთვის იდექით ღალატის, აგრესიის, კასრებისა და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს
რიმა ბერაძე: რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ, ხელისუფლება, ვდგავართ სწორედ ამ მხარეს, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონს პარლამენტი მიიღებს და ძალიან მალე ქართული საზოგადოება თავად იხილავს, რამდენი რამ იყო მისთვის დამალული
არქივი