„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 28 აპრილი 2024, 22:39

29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა, როდესაც ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ, გადაიდოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენა.

„მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას.

ხვალ, 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა, მაშინ როდესაც ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან. მით უმეტეს, როდესაც თვითონ „ქართულ ოცნებას“ იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვთ კონტრაქცია.

თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას““, – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობლივ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა ააგრძელოს
ედიშერ გვენეტაძე "გამჭვირვალობის კანონზე": პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს და რაც მთავარია კანონი უნდა აღსრულდეს - საქართველოში უნდა შეწყდეს, გარედან დაფინანსებული სახელმწიფო რყევები
იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა - შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან ხვალ, 10:00 საათზე შეკრებას გეგმავენ
ირაკლი კობახიძე: ამ ქვეყანაში ადამიანები 3 000 წელია თავს წირავენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის; ვისაც აზრად მოსდის სანქციებით შანტაჟი, ასეთი ადამიანი უბრალოდ არ იცნობს ქართველი კაცის ბუნებას
არქივი