აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, პარლამენტთან დამონტაჟებულ სცენაზე რამდენი გამომსველი შეუშვან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 28 აპრილი 2024, 23:00

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ორგანიზატორებმა ითხოვეს, რამდენიმე დროშიანი მომიტინგე საქართველოს პარლამენტთან, "ქართული ოცნების" მიერ დამონტაჟებულ სცენაზე აუშვან.

ამ მომენტში აქციის მონაწილეებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. პოლიციელები აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევენ.

“ჩვენ მოწესრიგებულად, ორგანიზებულად მოვდივართ, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა საქართველოს დროშებით და დევიზით - „კი ევროპას“ სცენაზე. ეს არის ჩვენი ხალხის მოთხოვნა", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

“შეგვიშვით”, “შეგვიშვით” სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ინფორმაციისთვის, პარლამენტთან სცენა "ქართული ოცნების" ორგანიზებით, 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით არის დამონტაჟებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი:კანონპროექტი უნდა ვაქციოთ კანონად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს მოემსახურება
„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“ - საქართველოს 38 წამყვანი უნივერსიტეტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
ემილ კოსმანი აშშ-ზე: ნება მომეცით, გაჩვენოთ ფარისევლური მაგალითი, თუ როგორ ასწავლის ჭკუას ეს ქვეყანა სხვა ქვეყანას და როგორ არის შეშფოთებული მისი შიდა საქმეებით - აშშ-ს არ მოსწონს, როდესაც საქართველოში იღებენ კანონს, რომელიც მათთვის მიუღებელია
ამერიკელი ავტორი ემილ კოსმანი: რატომ არაა კარგი საქართველოში რაღაცის გაკეთება და რატომაა იმავეს გაკეთება კარგი ჩვენთან? იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენ მთავრობის ჩამოგდება გვინდა, რომ სომხებთან ერთად მეორე ფრონტი გახსნან რუსების წინააღმდეგ კავკასიაში
არქივი