სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 28 აპრილი 2024, 23:29

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მისი გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა და ვითარება დაიძაბა.

აქციის მონაწილეები იმ სცენაზე ასვლას ითხოვდნენ, რომელიც პარლამენტთან "ქართული ოცნების" ორგანიზებით, 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებითაა დამონტაჟებული.

დაპირისპირებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. სიტყვიერი შეკამათება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლის საშუალება არ მისცეს.

ადგილზე დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ცოტა ხნის წინ ტერიტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები გაიყვანეს. ტერიტორიაზე სპეცრაზმიც გამოვიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ
მედიის ცნობით, საფრანგეთში პატიმრის გაქცევის დროს ციხის დაცვის ორი წევრი დაიღუპა, ხოლო სამი მძიმედ არის დაჭრილი
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ქართველი ხალხი უკვე ერთიანია, ახლა აუცილებელია, ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის
სოზარ სუბარი პრეზიდენტის ვეტოზე: თუ არ იქნება მოტივირებული შენიშვნები, ეს არ იქნება ვეტო - ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება
არქივი