შსს: პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი საშუალება გამოიყენა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 28 აპრილი 2024, 23:41

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს.

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის დადგენილ ნორმებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპარლამენტო ბოიკოტს „სტრატეგია აღმაშენებელიც“ აცხადებს
არჩილ თალაკვაძე: არავის მიეცემა საშუალება ძირი გამოუთხაროს საზოგადოების უსაფრთხოებას, საკუთარ ქვეყანას, თავს დაესხას ინსტიტუტებს, პოლიციელებს
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ბრუნდება არჩევნების გზით, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს რევოლუციით, ოღონდ ეს იქნება ყველა შემთხვევაში სისხლიანი რევოლუცია
არჩილ თალაკვაძე: არცერთი პროფესიის ადამიანს გამჭვირვალობის კანონით არ ეზღუდება საქმიანობა
რობერტა მეცოლა - ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე, მათ სურთ ევროპული მომავალი, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად
არქივი