29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 29 აპრილი 2024, 02:19

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტში აცხადებენ, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.

„„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სამართალდამცავებს აქვთ ნიღბების ტარების უფლება, თუმცა ამის უფლება არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით, თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ არასერიოზული თემების წამოწევა კონტრპროდუქტიულია
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დავით ქაცარავას მიმართ სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ირაკლი კობახიძე: სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით
ირაკლი კობახიძე: სისასტიკე იყო, როდესაც 2011 წლის 26 მაისს მოკლეს აქციის ოთხი მონაწილე - დღეს ტერმინ სისასტიკის გამოყენება არის არარელევანტური
არქივი