ნიკუშა შენგელაია: პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, ისტორიას, ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 29 აპრილი 2024, 06:16

ჩვენ გადავაბიჯეთ უკვე იმ ზღვარს, რომ რევოლუციებით იცვლება ხელისუფლებები. ავედით დემოკრატიის იმ საფეხურზე, რომელსაც ჰქვია ცვლილება არჩევნებით, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ესმის, რომ რეიტინგების მიხედვით მათი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი შანსი რევოლუციური სცენარის გათამაშებაა. მან ასევე შეაფასა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით.

„დააკარგვინე ერს იდენტობა, ისტორია, რწმენა, ღირსება და მერე ხდები მონა და ვასალი ყველამ იმ დიდი ქვეყნისა, რაც არის. არ ვიცი ეს თუ უნდათ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ ტრიადის [მამული, ენა, სარწმუნოება] დაცვა, რომელშიც ჩარევის მცდელობა იყო.

ეს ტრიადა, თუ არ გაქვს, უკვე პატივს არ გცემს არავინ და პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, შენს ისტორიას, შენს ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა, მერე იზრუნებენ შენს ქვეყანაზე. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმიტომ რომ ევროკავშირის პარლამენტი კარდინალურად შეიცვლება“, - აღნიშნა შენგელაიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი მსხილაძე - ვეტოში არ იქნება კანონის გაკეთილშობილების შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება ვერ მოხერხდება, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნასაც
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის ბოიკოტს იმას ვამსგავსებ, ვახტანგ მეგრელიშვილი მოწევას რომ თავს ანებებს და როგორც წესი, ეს სულ რამდენიმე კვირა გრძელდება
იაგო ხვიჩია - არ მესმის, რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მოტივირებულ შენიშვნებს არ დაწერს, ეს სისულელეა
საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები გულწრფელ პროტესტს იყენებენ რადიკალური პოლიტიკური ინტერესებისთვის
არქივი