დღეს, რუსთაველზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 29 აპრილი 2024, 08:42

დღეს, რუსთაველზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბებიან. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.

რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. გაიმართება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა ფილარმონიიდან. მთავარი ღონისძიება კი 20.00 საათიდან დაიწყება. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი