ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი წკომიტეტის სხდომათა დარბაზიდან გააძევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 29 აპრილი 2024, 10:26

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი გიორგი ვაშაძე და ნაცმოძრაობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა.

გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის „რუსული კანონი“ უწოდა. ანრი ოხანაშვილმა მას დარბაზი მისი ნებართვის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა.

„ბატონო გიორგი, დატოვეთ სხდომათა დარბაზი! არა ერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრათ. გაგაფრთხილეთ რამდენჯერმე, გთხოვთ, გაბრძანდით! გთხოვთ, დატოვეთ სხდომათა დარბაზი!“ - მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა: „ჩუმად ვიჯდები“.

„არა, არა პროცედურას ნუ არღვევთ-მეთქი არაერთგზის გთხოვეთ. ყველაფერს აქვს თავისი წესი. დატოვეთ დარბაზი!“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი: სამართლებრივ ჭრილში მსჯელობას ჩვენ მივესალმებით და კიდევ არის დარჩენილი სივრცე ვეტოს დადებიდან დაძლევამდე
სალომე ზურაბიშვილი - მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, ეს აქციები არის მშვიდობიანი, ჩვენ გვაქვს არჩევნები და მე გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებში
დავით მათიკაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ არა სანქცირების და ურთიერთობების გაუარესების კუთხით, არამედ დაახლოების კუთხით იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეს გამოყენებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში
დავით მათიკაშვილი: ის რომ პრეზიდენტს ფეხქვეშ აქვს ფაქტობრივად გათელილი, როგორც ქვეყნის, ასევე კონსტიტუციის ინტერესები, ცალსახაა
თეთრი სახლის პრესმდივანი - შევხედავთ, რას გააკეთებს საქართველოს პარლამენტი, მაგრამ ის თუ მიიღებს ამ კანონმდებლობას, გვაიძულებს, გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან
არქივი