ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან რეგლამენტის დარღვევისთვის თამარ კორძაიაც გააძევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 29 აპრილი 2024, 11:10

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ამჯერად ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია გააძევა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, თამარ კორძაია მეორე მოსმენით განხილვის რეგლამენტს არ იცავდა და სიტყვა ჩამოართვა.

„ქალბატონო თამარ, თქვენ რას ფიქრობთ, სიტყვა მიზანს რომ გამოიყენებთ, რომელიც პირველ მუხლშია გამოყენებული, ეს ნიშნავს, რომ პირველ მუხლს უკავშირებთ საკითხს? პირველი მოსმენით დადგენილი წესით სვამთ შეკითხვას. სიტყვა ჩამორთმეულია“, - მიმართა მან თამარ კორძაიას.

კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კახა კალაძე: ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ
ირაკლი ზარქუა: გააპროტესტეთ, კი ბატონო, მაგრამ მშვიდობიანად და იმ უკანონო დაკვეთებს, რასაც ეს უსამშობლოები გაძლევენ, ნუ აჰყვებით
„დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ. ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, ანალოგიურია იმ პროცესების, რაც უკრაინაში 2014 წელს ხდებოდა
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
არქივი