შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიამაყებთ დღევანდელი ერთად დგომით და ჩვენ შვილებს ვეტყვით, რომ ვიდექით იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოს დასჭირდა ჩვენი ყოფნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 29 აპრილი 2024, 11:12

ჩვენ ვიამაყებთ დღევანდელი ერთად დგომით, და ჩვენ შვილებს ვეტყვით, რომ ვიდექით იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოს დასჭირდა ჩვენი ყოფნა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართველი ერმა იცის, რომ სიმართლე უძლეველია.

,,არის დრო ერთად დგომის და შემართების, შენი არჩევანის დაცვის, შენი განვლილი ცხოვრების და ბრძოლის შეფასების, შენი ხვალინდელი დღის რწმენის გამოხატვის, შენთვის ძვირფასის და სანუკვარის შენარჩუნების, სიყვარულის და თანადგომის გამოხატვის მათ მიმართ, ვისთანაც გაერთიანებს ერთი სიტყვა - სამშობლო.

არც ისე ხშირად, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში რამდენჯერმე, დამდგარა დრო ერის ერთობის აუცილებლობის, და ყოველ ასეთ დროს საქართველომ დაამტკიცა რომ მას აქვს ღირსება, რომ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის არ ჩამტყდარა, რომ ქვეყნის გული კვლავაც მედგრად ძგერს.

ჩვენ ვიამაყებთ დღევანდელი ერთად დგომით, და ჩვენ შვილებს ვეტყვით, რომ ვიდექით იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოს დასჭირდა ჩვენი ყოფნა.

ჩვენი ხალხი ღირსეული და ბრძენია, მოთმინებით და ჭკუით შეჰყურებს ათას "კეთილმოსურნეს" და ელოდება თავის დროს, რადგან იცის რომ სიმართლე უძლეველია.

დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს "უდიდებულესი წამი" და ვთქვათ - ძალა ერთობაშია.

შევხვდებით დღეს, რუსთაველის გამზირზე, ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად, კიდევ ერთხელ საქართველოს დასაცავად.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი: სამართლებრივ ჭრილში მსჯელობას ჩვენ მივესალმებით და კიდევ არის დარჩენილი სივრცე ვეტოს დადებიდან დაძლევამდე
სალომე ზურაბიშვილი - მაიდანი გაცილებით ადრე გავიარეთ, ეს აქციები არის მშვიდობიანი, ჩვენ გვაქვს არჩევნები და მე გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებში
დავით მათიკაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ არა სანქცირების და ურთიერთობების გაუარესების კუთხით, არამედ დაახლოების კუთხით იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეს გამოყენებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში
დავით მათიკაშვილი: ის რომ პრეზიდენტს ფეხქვეშ აქვს ფაქტობრივად გათელილი, როგორც ქვეყნის, ასევე კონსტიტუციის ინტერესები, ცალსახაა
თეთრი სახლის პრესმდივანი - შევხედავთ, რას გააკეთებს საქართველოს პარლამენტი, მაგრამ ის თუ მიიღებს ამ კანონმდებლობას, გვაიძულებს, გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან
არქივი