გიორგი ჩაკვეტაძე: არავის მივცემთ საშუალებას საქართველოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების გზა ეჭვქვეშ დააყენოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 30 აპრილი 2024, 17:17

მინდა შევახსენო „ნორჩ ლელოელებს“, „ნორჩ ნაცებს“ „გვარამიას მიმდევრებს“ და „ნორჩ მელიებს“, რომ საქართველომ ძალიან ბევრი ქარტეხილი გამოიარა. ჩვენ ყველა გამოწვევას, ერთობლივი ძალებით, აუცილებლად დავძლევთ და სანამ ახალგაზრდობის სახელით საუბარს გადაწყვეტთ - კარგად ნახეთ გუშინდელი ჩვენი მსვლელობა, სადაც უამრავი ადამიანი გაერთიანდა საერთო იდეალების გარშემო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებას.

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, „მამული, ენა, სარწმუნოება“ - ამ იდეალების გარშემო დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ერთიანდება.

„ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების გზა ეჭვქვეშ დააყენოს. „მამული, ენა და სარწმუნოება“ - ამ იდეალების გარშემო დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ვერთიანდებით და ვერავინ შეძლებს ჩვენი ამ გზიდან გადაყვანას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი: პრემიერის შეთავაზებაზე პასუხი, ეს არა ახალგაზრდების, არამედ რადიკალური ოპოზიციის პასუხია
ნინო ლაცაბიძე: ხაზი გავუსვით ისეთ საკითხებს, რომლებითაც ჩვენმა გუნდმა უნდა გააგრძელოს სვლა ღირსეული, სუვერენული ქვეყნის გაძლიერებით, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი
გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, ზურაბიშვილს ვეტო ჰგონია, ცარიელ ქაღალდს რომ გამოუშვებს და დააწერს, ვეტო დავადე. ცარიელ ქაღალდს თუ გამოუშვებს, ჩავთვლით, რომ კანონს ხელი არ მოაწერა
პოლონეთი რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასაძლიერებლად 2.6 მილიარდამდე დოლარს დახარჯავს
რატი იონათამიშვილი პრემიერის შეთავაზებაზე: ვინც უარზეა, ისინი საკუთარი თავების ლუსტრაციას ახდენენ, რომ გამჭვირვალობის კანონი მათთვის არის მხოლოდ საბაბი, ხოლო მიზანი - არეულობა
არქივი