49
05 მაისი 2024, 16:38
სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ აღმოაჩინეს. გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის - გიორგი ვიბლიანისა და საბა გვარმიანის საძიებო სამუშაოები. ძებნა-შველის ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც.
ცნობისთვის, 2 მაისს მესტიის სოფელ ნაკრაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომანქანით გადავარდა. სამივე სკოლის მოსწავლე იყო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |