გია აბაშიძე: რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას ნაცრეჟიმი ცხადში აკეთებდა, ახლა ვითომ თარგმანებში პარაზიტობით, ყალბი რეპორტების შექმნით და ციფრულ სამყაროში უმსგავსო აქტივობით აგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 14 აპრილი 2024, 11:52

რადიკალური ოპოზიციის ანტიქართული, მდაბიო ელემენტები თარგმანის გაყალბებით, დეზინფორმაციით, მანიპულაციებით, "ფეისბუქში" სამარცხვინო ცენზურით და მსგავსი იაფფასიანი ხრიკებით სიმართლეს ვერ გააქრობენ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, თარჯიმნის მიერ ოლაფ შოლცის სიტყვების გაყალბებას, რომელმაც „უცხოურო გავლენის მქონე ორგანიზაციების“ კანონი თარგმნა, როგორც „კანონი აგენტების შესახებ“.

აბაშიძის თქმით, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას ნაცრეჟიმი ცხადში აკეთებდა, ახლა ვითომ თარგმანებში პარაზიტობით, ყალბი რეპორტების შექმნით და ციფრულ სამყაროში უმსგავსო აქტივობით აგრძელებს.

„რადიკალური ოპოზიციის ანტიქართული, მდაბიო ელემენტები თარგმანის გაყალბებით, დეზინფორმაციით, მანიპულაციებით, "ფეისბუქში" სამარცხვინო ცენზურით და მსგავსი იაფფასიანი ხრიკებით სიმართლეს ვერ გააქრობენ. რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას ნაცრეჟიმი ცხადში აკეთებდა, ახლა ვითომ თარგმანებში პარაზიტობით, ყალბი რეპორტების შექმნით და ციფრულ სამყაროში უმსგავსო აქტივობით აგრძელებს, თუმცა მაინც ფუჭია მათი ეს ტრაგიკომიკური ფართხალი. საზოგადოებრივ-პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს ვურჩევ, რომ სარეზერვოდ გახსნან "ტვიტერის" ანგარიშები, სადაც მასკს არ ჰყავს "ძიშოვკა" "ფაქტჩეკერები" და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდავია“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი