თამთა მეგრელიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვაზე: მამუკა მდინარაძემ კანონის პროექტის ირგვლივ მარტივი და მკაფიო განმარტებები გააკეთა - კანონის პროექტის პრეზენტაცია მაღალი დონით ფასდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 15 აპრილი 2024, 14:38

პოლიტიკურად უმწიფარი, კანონის განხილვის პროცესს შესეული ოპოზიციური ძალები საკუთარი არსებობის შინაარსსაც ვეღარ ამართლებენ - მოწვეულნი იყვნენ მაღალი ხმის ტემბრისა და ისტერიული განწყობების პოლიტიკოსებიც, საგანგებო როლით და რა თქმა უნდა, არცერთი არგუმენტით, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა.

მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ მხარეს პოლიტიკურ მარცხს შეჩვეული, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ოპოზიცია იდგა, ხოლო მეორე მხარეს - სახელმწიფოებრივად მოქმედი უმრავლესობა, ეროვნული გეგმით.

„მამუკა მდინარაძემ კანონის პროექტის ირგვლივ ძალიან მარტივი და მკაფიო განმარტებები გააკეთა. მისი მხრიდან კანონის პროექტის პრეზენტაცია მაღალი დონით ფასდება. მეორე მხარეს იყო აზრობრივი სიცარიელე და იდგა ერთწლიანი ვადის მიუხედავად, მოუმზადებელი ოპოზიციური სპექტრი. დღეს კიდევ ერთხელ მოხდა ორი ძალის ერთმანეთისაგან გამიჯვნა - ერთ მხარეს იდგა პოლიტიკურ „ფეილს“ უკვე შეჩვეული ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ოპოზიცია და მეორე მხარეს - სახელმწიფოებრივად მოქმედი უმრავლესობა, ეროვნული გეგმით.

მინაწერი: პოლიტიკურად უმწიფარი, კანონის განხილვის პროცესს შესეული ოპოზიციური ძალები საკუთარი არსებობის შინაარსსაც ვეღარ ამართლებენ. მაგალითად, დღეს „ფეილი“ მიიღო ანა ნაცვლიშვილმა, რომელმაც ღამე გაათენა კანონპროექტის ირგვლივ პოლიტიკური მესიჯების წერით და მამუკა მდინარაძესთან ერთი არგუმენტი ვერ დაასახელა, ისე დანებდა წაგებულის „მედლით".

მოწვეულნი იყვნენ მაღალი ხმის ტემბრისა და ისტერიული განწყობების პოლიტიკოსებიც, საგანგებო როლით და რა თქმა უნდა, არცერთი არგუმენტით. დარბაზში და დარბაზს მიღმა რთული საყურებელია, ერთი წლის შემდეგაც, კანონის პროექტის სხვადასხვა თარგმანში დაკარგული ოპოზიციური სპექტრი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი