ნიკოლეიშვილი მეთიუ მილერის განცხადებაზე: თუ რამე ინფორმაცია აქვთ გადმოსცენ ქართულ მხარეს და მივხედავთ, ასეთი განცხადებები კი დიდ ნდობას არ იწვევს, როცა მათი დაწუნებული მოსამართლის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო იწონებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 16 აპრილი 2024, 11:45

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, ისევ მიაჩნია რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუმპირებული მოსამართლეები არიან, უფრო მეტიც მათი საქმეები გამოძიებას მოგვიწოდებს. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ რამე ინფორმაციაა აქვთ გადმოსცენ ქართულ მხარეს და ჩვენ მერე აუცილებლად მივხედავთ, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას - "საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად".

ნიკოლეიშვილის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორისთვის უმჯობესი იქნება, საქართველოსთან მიმართებით რაიმე განცხადების გაკეთებამდე, საკითხი გადაამოწმონ, ვინაიდან სახელგატეხილი პოლიტიკოსების და არასამთავრობო სექტორის ბრმად დაჯერებამ, ბევრი უხერხულობა შექმნა.

"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, ისევ მიაჩნია რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუმპირებული მოსამართლეები არიან, უფრო მეტიც მათი საქმეები გამოძიებას მოგვიწოდებს. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ რამე ინფორმაციაა აქვთ გადმოსცენ ქართულ მხარეს და ჩვენ მერე აუცილებლად მივხედავთ. ასეთი განცხადებები კი დიდ ნდობას არ იწვევს ჩვენს საზოგადოებაში, იმ ფონზე როცა მათ მიერ დაწუნებულ მოსამართლის გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო იწონებს, როგორც ეს მოხდა ნიკა გვარამიას მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში. ამ ყველაფერს ემატება თავად ამერიკელების დაბალი ნდობის ხარისხი თავიანთი სასამართლოს მიმართ-და ამ ინფორმაციას მათი საკმაოდ ცნობილი მედია საშუალება CNN ავრცელებს! ამიტომ, ხომ არ ჯობია ჩვენთან მიმართებაში რაიმე განცხადების გაკეთებამდე, ჯერ საკითხი გადაამოწმონ, საქართველოში სახელგატეხილი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის ბრმად დაჯერებამ არაერთი სერიოზული უხერხულობა წარმოქმნა, რაც ნამდვილად არ უხდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას", - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი