ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: მიცვალებული ისევ ადგა, ნაწამები, ნაშიმშილარი, ნასიკვდილარი, არაჟნის კონტეინერში ნამყოფი, გორის მიწის ფრჩხილებითა და კბილებით გადამთხრელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელი, კვლავ საქართველოში შემოძურწული, ხან უკრაინელი და ხან ქართველი პოლიტიკოსი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 16 აპრილი 2024, 17:48
მიცვალებული ისევ ადგა!!! ნაწამები, ნაშიმშილარი, ნასიკვდილარი, არაჟნის კონტეინერში ნამყოფი, გორის მიწის ფრჩხილებითა და კბილებით გადამთხრელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც მოქალაქეებს აქციაზე წასვლისკენ მოუწოდა, ვინაიდან მისი თქმით, "საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია."
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ხან უკრაინელი და ხან ქართველი სააკაშვილი, სავარაუდოდ თავის თავზეც ამბობს, "ვივამედიდან" მიტინგზე გაუშვან.
"მიცვალებული ისევ ადგა!!! ნაწამები, ნაშიმშილარი, ნასიკვდილარი, არაჟნის კონტეინერში ნამყოფი, გორის მიწის ფრჩხილებითა და კბილებით გადამთხრელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელი, კვლავ საქართველოში შემოძურწული, შემოპარული, ხან უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსი, "ვივამედის" საპატიო პაციენტი, სააკაშვილი ახალ მოწოდებას ავრცელებს „სახლში დარჩენა დანაშაულიაო“. მგონი თავისთავზეც ამბობს აქ ნუ დამტოვებთ მიტინგზე გამიშვითო, აქ, საავადმყოფოში ანუ ფაქტობრივ სახლში ყოფნით ახალ დანაშაულს ნუ ჩამადენინებთო... ჰოო, ამას დანაშაულები მართლაც არ აკლია!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი