დავით ქართველიშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე: ტრენინგი ჩატარდა, განზრახვა გაჟღერდა, დაკვეთა მიცემულია - სცენარის ავტორი - ვანო „ორიტრუპი" მერაბიშვილი, დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ „მუმია" სააკაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 16 აპრილი 2024, 20:34

ტრენინგი ჩატარდა, განზრახვა გაჟღერდა, დაკვეთა მიცემულია. სცენარის ავტორი - ვანო „ორიტრუპი" მერაბიშვილი, დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ "მუმია" სააკაშვილი, მთავარ როლებში - ნაცჯალათები და ნაცპროვოკატორები - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ დეპუტატს დევი ჭანკოტაძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანონ „გამჭვირვალობის კანონი“, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება.

„როგორი ჯალათობრივი რჩევაა. ფაზლი შედგა: 1) USAID-ის მიერ ჩამოყვანილი „ბავშვთა ონკოლოგიის" სერბი სპეციალისტები: ახალგაზრდებში გამოწვეული მსხევრპლი რეზონანსულია, თანაც ადვილად განხორციელებადი - ისინი ხომ ვერ აზღვევენ საფრთხეების რისკებს, 2) "პროფესორი" ლევან ბერძენიშვილი: დაკავებები და დაპატიმრება - გუშინდელი დღეა, სისხლისღვრის ჟამი დგება და 3) "გენერალი" ჭანკოტაძე - ერთი ადამიანის სიკვდილიც კი, ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას.
ტრენინგი ჩატარდა, განზრახვა გაჟღერდა, დაკვეთა მიცემულია. სცენარის ავტორი - ვანო „ორიტრუპი" მერაბიშვილი, დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ "მუმია" სააკაშვილი, მთავარ როლებში - ნაცჯალათები და ნაცპროვოკატორები. ამ გეგმების ჩამშლელი: ქართველი ხალხი, მოქმედი ხელისუფლება და მართლწესრიგის ორგანოები. არა რუსულ რეპრესიებს! არა ნეოტროცკისტებს!“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი