ვასილ მაღლაფერიძე “გამჭვირვალობის კანონზე”-თუ ეს კანონი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია, რამდენიმე თვეში არჩევნებია და მოსახლეობა ისეთ პარლამენტს აირჩევდა, რომელიც შეცვლიდა ამ კანონს-ევროპული დემოკრატია ასე მუშაობს და ამიტომ გვინდა ევროპა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 17 აპრილი 2024, 11:32
“ვთქვათ და საქართველოს პარლამენტს შიგნიდან ძალადობით და გარედან ზეწოლით ხელი გადაუგრიხეს და ასე ძალის-ძალად ეს კანონი არ მიაღებინეს, ეს ვინმეს დემოკრატია და ევროპული გზა ჰგონია?! ანუ ჩვენი პარლამენტი აღარ გვჭირდება?!”- ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. 
 როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, თუ ძალადობის გზით აიძულეს პარლამენტს რაიმეს მიღებას ან არმიღებას, ამით, ფაქტობრივად, ვაუქმებთ პარლამენტს. ასევე, მაღლაფერიძე აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნავს:”ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ამით შეშფოთებულთა ხმები რომ არ ისმის, ვითომ ესეც ევროპისკენ სლვის ნიშანია?!” “ვთქვათ და საქართველოს პარლამენტს შიგნიდან ძალადობით და გარედან ზეწოლით ხელი გადაუგრიხეს და ასე ძალის-ძალად ეს კანონი არ მიაღებინეს, ეს ვინმეს დემოკრატია და ევროპული გზა ჰგონია?! ანუ ჩვენი პარლამენტი აღარ გვჭირდება?! საერთოდ აზროვნებაც აღარ გვჭირდება?! ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, ხშირ-ხშირად რომ ვიმეორებდით, ასე ღიად ქარს გავატანეთ?! გარედან გვეტყვიან, როგორ უნდა ვიცხოვროთ საკუთარ ქვეყანაში? რა უნდა დააშავოს რომელიმე კანონმა ისეთი, რა დარტყმასაც იღებს სახელმწიფო იმით, რომ ისედაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების მეთაურებს მიმართავს, ზემოქმედება მოახდინეთ ჩემი ქვეყნის პარლამენტზე, რომ მან რომელიღაც კანონი არ მიიღოსო. გამოდის, არც კონსტიტუცია ნიშნავს რამეს, არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი! თუ ეს კანონი მართლაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რამდენიმე თვეში არჩევნებია და მოსახლეობა ისეთ პარლამენტს აირჩევდა, რომელიც შეცვლიდა ამ კანონს, თუ არა ვიცხოვრებდით ამ კანონით. ევროპული დემოკრატია ასე მუშაობს და ამიტომ გვინდა ევროპა. მაგრამ თუ ძალადობის გზით აიძულეს პარლამენტს რაიმეს მიღებას ან არმიღებას, ამით, ფაქტობრივად, ვაუქმებთ პარლამენტს. პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ახლა პარლამეტის გაუქმებას ცდილობენ და ასე ევროპაში კი არ წავალთ, ძლივს შეკოწიწებულ სახელმწიფოს ძირს გამოვუთხრით და დავშლით. P.S. ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა რომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ამით შეშფოთებულთა ხმები რომ არ ისმის, ვითომ ესეც ევროპისკენ სლვის ნიშანია?!”- წერს ვასილ მაღლაფერიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი