დავით ქართველიშვილი: პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც მისი „მუშტი" ისეთივე „წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 18 აპრილი 2024, 17:10
„პოლიციის პროვოცირების, პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც ელისაშვილის "მუშტი" ისეთივე ფეტიშად და "წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული პორნოვარსკვლავისა და ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება,  - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ის სვამს კითხვას, პარლამენტის შენობაში, ელისაშვილის მიერ უმრავლესობის ლიდერზე თავდასხმა, რომლის შედეგად მამუკა მდინარაძეს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, ჩათვალეს თუ არა რადიკალებმა წარუმატებელ ოპერაციად. 

„პოლიციის პროვოცირების, პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული ელისაშვილის დაზიანებულ ტუჩს მისტირიან ისინი, ვისთვისაც ელისაშვილის "მუშტი" ისეთივე ფეტიშად და "წმინდა გრაალად" უნდა იქცეს, როგორც ამერიკაში დაკავებისას ლიკვიდირებული პორნოვარსკვლავისა და ნარკოდილერის, ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად ეროვნული დღესასწაულის დაწესება. მანამდე კი შურისძიების ნიშნად ოცამდე დაღუპული, ასობით დაზიანებული, ათასობით დაკავებული და მილიონობით მიყენებული ზარალი.
ამერიკის კონგრესის შენობაში ცნობილი მოვლენების დროს არიზონას მკვიდრ ჯეიკობ ენტონი ჩანსლის ბრალი და გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ იმის გამო გამოუტანეს, რომ მან თავისი უკანალი სპიკერ ნენსი პელოსის სავარძელში მოათავსა. ის რომ საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის ლიდერზე პირდაპირ ეთერში თავდასხმა განხორციელდა და მადლობა ღმერთს, ეს ლაჩრული დარტყმა საფეთქელს ასცდა - წარუმატებელ ოპერაციად იქნა აღქმული?" - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი