გია აბაშიძე: ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და სხვა ქვეყნები - ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ იდეოლოგიას, წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 25 აპრილი 2024, 13:54
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრემიერმა საზოგადოებას ისევ შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და პროგრესული სამყაროს დანარჩენი ქვეყნები.

ანალიტიკოსის განცხადებით, ფსევდო-ლიბერალიზმმა და მახინჯმა დოგმებმა წალეკა არაერთი ინსტიტუტი მსოფლიოში, თუმცა, საქართველოსთან ერთად, დესტრუქციულ იდეოლოგიას წარმატებით გაუმკლავდებიან ისინი, ვინც სუვერენიტეტს, რწმენას და ღირებულებებს იცავს.

"პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას კვლავ შეახსენა თუ რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და პროგრესული სამყაროს სხვა ქვეყნები. 
ფსევდოლიბერალობამ და მახინჯმა დოგმებმა წალეკეს არაერთი ინსტიტუტი მსოფლიოში. თუმცა, როგორც ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ, გლობალისტურ იდეოლოგიას, ასევე წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებსა და ტრადიციებს." - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ ანტიეროვნული ძალა დგას, რომელიც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას კანონის წაუკითხავი ემოციური ახალგაზრდებით ცდილობს
ლევან ნიკოლეიშვილი: ახალგაზრდებს აყენებენ წინ აირწინაღებით, მაგრამ მათ უკან ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, დეკანოიძე და სხვა დეიდა-ბიძიები დგანან, რუსებზე ბინების მიმქირავებლები და ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმევები
ნინო ფოჩხუა: ორგანიზატორებს ძალიანაც კი უნდათ, იხილონ დასისხლიანებული აქციის მონაწილეები, მაგრამ ვერ ეღირსებიან, თუ რამე კანონსაწინააღმდეგო არ ჩაიდინეს, მაშინაც მხოლოდ დაკავება და არანაირი მერაბიშვილ-ადეიშვილის მეთოდები
რიკარდ იოზვიაკი: ევროპარლამენტის რეზოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრია, არ არის სავალდებულო წევრი ქვეყნებისთვის
დავით ქართველიშვილი: სიცრუის მხარეზე მყოფნი ჩვენს ერთობას ვერანაირი რაოდენობით თუ ავტორიტეტით ვერ დაძლევენ
არქივი