ხვიჩა მაქაცარია: ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 29 აპრილი 2024, 01:16

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს.

„გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ!

მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებელი, რომელსაც რვა ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ქვეყანაში სტაბილურად მზარდი ეკონომიკის შენარჩუნების მომხრე ვრჩები, რასაც ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული დიალოგის შედეგით მივაღწიეთ. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და ქართული საზოგადოების წევრი ვთვლი რომ საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მდგრადი ბიზნესისა და ევროპული კურსის შენარჩუნება, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესი ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას, რომელიც თავის მხრივ ცდილობს პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უმარტივებს ქვეყნის ეკონომიკაში გრძელვადიანი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებას. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ბოლო წლების ერთერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება, როდესაც რუსული წარმოშობის კომპანია სრულად იქნა გამოსყიდული ჩვენს მიერ და ამ სრულად ქართულმა კომპანიამ ეროვნულ ბანკთან, ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით და საქართველოს ორი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის დახმარებით 65 მილიონი ლარის მოცულობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები განათავსა და აღნიშნული ობლიგაციები კი ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული,

ზემოთხსენებული ურთულესი ფინანსური ტრანზაქციის გარანტია კი სწორედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი უსაფრთხო ბიზნეს გარემო და განვითარების სტაბილური ევროპული კურსი გახლდათ.

მე როგორც ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებელი, რომლის ყველაზე მსხვილი კომპანიები რეგილირებულია სახელმწიფოს, მიერ გაცემული ლიცენზიებით, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს საქმიანობის აბსოლუტურ გამჭვირვალობას, როგორც ფინანსური და მარეგულირებელი ინსტიტუტებისთვის, ასევე საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც”, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე ამერიკელი ინსტრუქტორის დაკავებაზე: ამ აკერმანის ინსტრუქტორივით დაემართება ყველას, ვინც აკერმანის რევოლუციური ქმედებების განხორციელებას შეეცდება საქართველოში
ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკელ ინსტრუქტორზე: ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში ღირსეულად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ, ეს სამარცხვინო ლაჩარი კი საქართველოში ასარევად ჩამობრძანდა
ზურაბ ქადაგიძე: საუკუნოვანი შანსი გვაქვს, მსოფლიო ეკონომიკურ გზაჯვარედინად ვიქცეთ და სწორედ ამას ებრძვის ყველა, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ჩართულია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში!
ირაკლი ლატარია ბრიან ჯეი ბინგამზე: აკერმანის ამერიკელი ინსტრუქტორი ახდენს დაპირისპირების პროვოცირებას
ვითომ აჯანყებული, ყველაფერში ქაჯი ნინო ქათამაძე ვითომ რაცხას აპროტესტებს, როცა ოკუპანტებთან მღეროდა. კოლექტიურო ფლიდებო, ყველას შეგახსენებთ თქვენს წარსულს!
არქივი