ლევან ნიკოლეიშვილი: უმთავრესი რაც სახალხო შეკრებაზე გაჟღერდა - ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდეს, ქვეყანა ეკონომიურად გაძლიერდეს, ხოლო 2030 წლისათვის კი ევროკავშირის წევრობა რეალური გახდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 30 აპრილი 2024, 10:58
ძალიან მოკლედ, რომ შევაფასო გუშინდელი დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში რომ ხვალინდელ დღე გაცილებით წარმატებული და უკეთესი იქნება. არ დამითვლია, მაგრამ თუ შეიძლება რამეს უწოდო ზღვა ხალხი სწორედ ეს იყო 29 აპრილს. საოცარი გარემო სუფევდა, დედაქალაქის და რეგიონებიდან ჩამოსულები ერთმანეთს ეფერებოდნენ, ესაუბრებოდნენ, აზრებს უზიარებდნენ, ერთად იყო ერი და ბერი, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
ექსპერტის თქმით, უმთავრესი რაც სახალხო შეკრებაზე გაჟღერდა ყველა პოლიტიკოსისა და თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ, გახლდათ ის, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდეს, ეს ქვეყანა ეკონომიურად უფრო გაძლიერდეს, ხოლო 2030 წლისათვის კი ევროკავშირის წევრობა რეალური გახდეს.
„ძალიან მოკლედ, რომ შევაფასო გუშინდელი დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში რომ ხვალინდელ დღე გაცილებით წარმატებული და უკეთესი იქნება. არ დამითვლია, მაგრამ თუ შეიძლება რამეს უწოდო ზღვა ხალხი სწორედ ეს იყო 29 აპრილს. საოცარი გარემო სუფევდა, დედაქალაქის და რეგიონებიდან ჩამოსულები ერთმანეთს ეფერებოდნენ, ესაუბრებოდნენ, აზრებს უზიარებდნენ, ერთად იყო ერი და ბერი. საინტერესოა, რომ ამ მართლაც ზღვა ხალხში პოლიცია არ იყო ბევრი, ვინც იყვნენ ძალიან მარტივად იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და შეკრებილების უსაფრთხოებას, არ წყლის ჭავლის მანქანა დამინახავს სადმე და არც ე.წ. „რობოკოპები“, ან რა საჭირო იყო როცა ამ ხალხის შეკრების მიზანი, განსხვავებით ოპოზიციისა და არასამთავრობოების მიერ ორგანიზებული აქციებისა, პროვოკაციებისა და დაძაბულობის კერების მოწყობა კი არა, არამედ სამშობლოს მიმართ სიყვარულის დაფიქსირება გახლდათ. უმთავრესი კი რაც ამ დიდ სახალხო შეკრებაზე გაჟღერდა ყველა პოლიტიკოსისა და თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ, გახლდათ ის, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდეს, ეს ქვეყანა ეკონომიურად უფრო გაძლიერდეს, ხოლო 2030 წლისათვის კი ევროკავშირის წევრობა რეალური გახდეს!“ - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი