დავით ქართველიშვილი: "მეათერთმეტე" ჟამს მხოლოდ რწმენისკენ მოსულებს აჯილდოვებს უფალი ისევე, როგორც თავიდანვე რწმენაში მყოფთ. ხოლო "მეათერთმეტე" ჟამის ევროპარლამენტარებზე ეს ფორმულა არ მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 30 აპრილი 2024, 21:03
„მეათერთმეტე" ჟამს მხოლოდ რწმენისკენ მოსულებს აჯილდოებს უფალი ისევე, როგორც თავიდანვე რწმენაში მყოფთ. ხოლო „მეათერთმეტე" ჟამის ევროპარლამენტარებზე ეს ფორმულა არ მუშაობს, გარდა იმ მიწიერი ლუციფერისეული ჯილდოსი, რომლის ათვისებას ეს ევროკორუფციონერები ასე ჩქარობენ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წვერი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ევროპარლამენტარ მარიამ ლექსმანის მიერ გამოთქმულ კრიტიკას აფასებს.
როგორც ქართველიშვილი წერს, „უკბილო ბალაგანს დაემსგავსა „ბოლო ჟამის" პირას მისული მსოფლიოს მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ომი.“
„მეათერთმეტე" ჟამს მხოლოდ რწმენისკენ მოსულებს აჯილდოებს უფალი ისევე, როგორც თავიდანვე რწმენაში მყოფთ. ხოლო „მეათერთმეტე" ჟამის ევროპარლამენტარებზე ეს ფორმულა არ მუშაობს, გარდა იმ მიწიერი ლუციფერისეული ჯილდოსი, რომლის ათვისებას, (როგორც ჩანს), ეს ევროკორუფციონერები ასე ჩქარობენ. ძირითად დროშივე რომ აგებ ნულით სამს და დამატებული შვიდიდან, მეხუთე წუთზე მსაჯისგან რომ ითხოვ ერთდროულად არარსებული ოთხი პენალტის დანიშვნას მოწინააღმდეგის კარში, მაშინ როდესაც მატჩის კომისარისთვისაც კი ცნობილია თამაშის შედეგი - აი ამ სიგიჟეს და უკბილო ბალაგანს დაემსგავსა "ბოლო ჟამის" პირას მისული მსოფლიოს მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ომი“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი